logo_geo
eng_logo
კობა ჭუმბურიძე: მეშვიდე დღე დაიწყო აცრიდან და არანაირი დისკომფორტი არ მიგრძვნია - აი, ენერგიის მოზღვავება კი - ვიგრძენი
- +

29 აპრილი. 2021. 01:39

 

კობა ჭუმბურიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მწერალი სოციალურ ქსელში წერს.

 

„აცრის ქრონიკა

22-ში დილით ავიცერი ასტრა ზენეკათი.  მოვალე ვარ ჩემი დაკვირვება გაგიზიაროთ.

ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად რეაგირებს აცრაზე და ამდენად, ეს არ არის მოწოდება, მხოლოდ პირადი გამოცდილების გაზიარებაა.

მეშვიდე დღე დაიწყო აცრიდან და არანაირი დისკომფორტი არ მიგრძვნია.

აი ენერგიის მოზღვავება კი ვიგრძენი რატომღაც. შესაძლოა იმიტომ, რომ საბრძოლველად განვეწყე. შესაბამისად გავზარდე ფიზიკური დატვირთვაც, რაც რეკომენდებულის არის.

ჰო, მე გამორჩეულად ჯანმრთელი ვინმე არ გახლავართ და არც ასაკი მაქვს საჩაუქო. მეტიც, რამდენიმე პარამეტრით რისკ-ჯგუფსაც წარმოვადგენ.

 

რაც შეეხება ინტლექტუალურ დატვირთვებს.  გარდა ჩემი ძირითადი საქმიანობისა, ამ ხნის განმავლობაში ვთარგმნე 12 ლექსი, განვაახლე ხატვა, გავარედაქტირე ორასამდე გვერდი.

ყველა ესენი მოითხოვს გონების დიდ მობილიზაციას. მაგალითად, თუ სიცხე 37-ს მიუახლოვდა, მე თარგმნა მიჭირს.  ჩემთან ერთად აიცრა ჩემი კნეინაც და მასზეც იმავეს ვიტყოდი. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ნახატი შემატა თავის ნამუშევრებს. ჯერჯერობით სულ ეს არის“, - წერს ჭუმბურიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner