logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ტრაგედიაა, რომ ასეთ ამაზრზენ საქციელსაც ჰყავს ადვოკატები!
- +

8 მაისი. 2016. 23:16


თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე „პანორამა თბილისის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეკრებულთა შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა „ანგარებიან ფსიქიკურ აშლილობას" ჰგავს.


„ტრაგედია ეს არ არის. ტრაგედია ისაა, რომ ასეთ ამაზრზენ საქციელსაც ჰყავს ადვოკატები და, თანაც, ისინი, ვისაც განათლებაზე და აზროვნებაზე აქვთ ხოლმე პრეტენზია.

რა შუაშია აქ პანორამა, ვერ უნდა დაინახო ადამიანმა, რომ საქმე ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს?

თანაც ანგარებიან ფსიქიკურ აშლილობასთან.

 

ასეთი მარგინალური მოწინააღმდეგე რომ არ გყავდეს, უნდა გამოიგონო.

 

მათ, ვისაც მსგავსი რამ მოსწონთ ან ამართლებენ, უმორჩილესად ვთხოვ გამათავისუფლონ მათთან მეგობრობის პატივისაგან."- წერს მანჯავიძე. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner