logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური თემები ხშირად ხდება სპეკულირების საგანი
- +

21 სექტემბერი. 2020. 19:31

 

 

„სრული პასუხისმგებლობით  მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად არსებული პრობლემისა, საბედნიეროდ დღეს საქართველოში შიმშილით არცერთი ბავშვი არ იღუპება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემების შეფასებისას.

 

მისი თქმით, საერთოდ ზოგადად, მით უმეტეს კი  წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური თემები ძალიან ხშირად ხდება სპეკულირების საგანი.

 

„რა თქმა უნდა ქვეყანაში, არის სოციალურად დაუცველთა დიდი სეგმენტი, დაახლოებით 13%. ჯერ კიდევ დასაძლევია ბავშვთა სიღარიბე, მაგრამ ყველა პროცესს სჭირდება ზუსტი შეფასება, თუ ჩვენ ეს რეალურად გვაინტერესებს, რეალურად გვაღელვებს და რეალურად გვინდა, რომ ეს პრობლემა დავძლიოთ და არა ისე, რომ არასრულფასოვანი კვება და ბავშვთა სიღარიბე წარმოჩინდება ოპოზიციის მხრიდან თითქოს, დღეს შიმშილით იღუპებიან ქვეყანაში ბავშვები.  სრული პასუხისმგებლობით  მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად არსებული პრობლემისა, საბედნიეროდ დღეს შიმშილით არცერთი ბავშვი არ იღუპება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.​

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner