„ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშილმა განაცხადა.
„პოლიტსაბჭო დაკომპლექტებულია უაღრესად გამოცდილი და კვალიფიციური კადრებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმაზე, რომ გვაქვს უამრავი გამოწვევა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ბევრი სამუშაო ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და დამატებით შევქმნათ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.