logo_geo
eng_logo
ისრაელის ელჩი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: ჩემი ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის
- +

25 თებერვალი. 2021. 11:59

 

საქართველოში ისრაელის საელჩო ელჩის, რან გიდორის მიერ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ ელჩის ზოგიერთი ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოღებული და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.

 

„ისრაელის საელჩო წუხს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ისრაელის ელჩის რან გიდორის მიერ გუშინ მიცემული სატელევიზიო ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის.

 

გადაცემის დროს ელჩმა ნათლად აღნიშნა, რომ ისრაელი არ იჭერს რომელიმე მხარეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში. ისრაელის საელჩო, საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, გამოთქვამს იმედს, რომ უმოკლეს დროში მოხდება ამ კრიზისის დეესკალაცია და მშვიდობიანი დიალოგის გზით იმ კომპრომისის მოძებნა, რომელიც მისაღები იქნება ამ პროცეში ჩართული შესაბამისი მხარეებისთვის.

 

ისრაელი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე რან გიდორმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner