logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ნებისმიერი აქტორი, ვინც უარს ამბობს მოლაპარაკებაზე, საზოგადოებისგან გარიყვისთვის არის განწირული
- +

25 თებერვალი. 2021. 12:45

 

„პოლიტიკური პროცესი სხვაგვარად ვერ წარიმართება, თუ არ იქნება დიალოგი“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება განწყობილია მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად უდგება ნებისმიერ საკითხს, რომელიც სადისკუსიო შეიძლება, იყოს.

 

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არგუმენტის გარეშე ხელახალი არჩევნების ჩატარება მართებული არაა.

 

„მოლაპარაკებების პროცესი არა თუ პერსპექტიული, არამედ უალტერნატივოა. პოლიტიკური პროცესი სხვაგვარად ვერ წარიმართება, თუ არ იქნება დიალოგი. ნებისმიერი აქტორი, ვინც უარს ამბობს მოლაპარაკებაზე, განწირულია საზოგადოებისგან გარიყვისთვის, რადგან სწორედ მათი დაკვეთაა, რომ მოლაპარაკება ყველა მხარემ აწარმოოს.

 

ხელისუფლება განწყობილია მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად უდგება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს სადისკუსიო. ხელისუფლების მხრიდან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგა. უარგუმენტოდ ხელახალი არჩევნების ჩატარება სწორად არ მიმაჩნია. ეს არც ერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის და გამოსარიცხია. თუ არგუმენტები იქნება, ჩვენი პოზიცია უკვე ცნობილია. ოპოზიციას მოვუწოდებთ, ისეთ საკითხებზე ვისაუბროთ, რომელიც არგუმენტირებული იქნება, სხვაგვარად მოლაპარაკების პროცესი იღებს სრულიად სხვა ფორმას და ულტიმატუმის დაყენების სახეს, რაც მოლაპარაკების პროცესის საწინააღმდეგოა.

 

ვადამდელი არჩევნები შეიძლება მხოლოდ ერთ არგუმენტს უკავშირდებოდეს – თუ არჩევნები გაყალბდა და დადგინდება ერთპროცენტიანი სხვაობა. ეს პოზიცია ჩვენი მხრიდან დიდი ხანია, ცნობილია და ამ შეთავაზებაზე იოტისოდენა კონსტრუქციულობა მაინც ვერ ვიხილეთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner