logo_geo
eng_logo
3 მარტს, დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა
- +

3 მარტი. 2021. 11:23

 

 

3 მარტს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.  

 

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან  მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადებები. 

 

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის  შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი  ანკარაში ყვავილებით შეამკობს მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner