logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ჩვენ ღირებულებებზე ვართ ორიენტირებული, „ნაცმოძრაობა“ კი - იმიჯშელახულ სახელ-გვარებზე
- +

5 მაისი. 2021. 12:25

 

 

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი სრულ ჰარმონიზაციაში მოდის შეთანხმების დოკუმენტთან. ის პრინციპები, რასაც ჩვენი რედაქცია ეფუძნება, შემოსაზღვრულია იმით, რაც დოკუმენტში წერია. რაც შეეხება იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებს, აუცილებელია მსჯავრდებული ან ბრალდებული პირის თანხმობა, რადგან მას ჰქონდეს არჩევანი დაეთანხმოს და მიიღოს ამნისტია თუ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩიხშია შესული.

 

„ამ შემთხვევაში, ის თუ იტყვის უარს სამართლებრივი პროცესი, საქმის წარმოება გაგრძელდება და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას ასევე შეეძლება ვადის ამოწურვამდე მიმართოს იმისთვის, რომ ისარგებლოს ამნისტიის უფლებით. ნებისმიერ მსჯავრდებულს ან ბრალდებულს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ არჩევანი გააკეთოს, ისარგებლოს და დაეთანხმოს ამნისტიას თუ სამართლიანი სასამართლოს უფლებით იყოს უზრუნველყოფილი. ეს არჩევანი არის ერთ-ერთი ძირითადი დემოკრატიული პრინციპი. ამიტომ, ეს პრინციპი ამ შემთხვევაშიც დაცული იქნება. ჩიხში არის შესული „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი მთელი მოლაპარაკების განმავლობაში გამოირჩეოდნენ, როგორც ყველაზე არასერიოზული და უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია. მათ პოზიციები ყოველ ჯერზე იცვლებოდა, იცვლებოდა რადიკალურად. თუნდაც მელიას მხრიდან ხან გირაოს გამოყენებაზე, ხან გირაოს გამოყენებაზე იყოს საუბარი. მერე ამბობდა, რომ მის გარეშე გირაოს გადახდის უფლება არავის არ აქვს, ახლა თურმე საერთოდ არაფერ შუაში არ არის გადაიხდიან თუ არა გირაოს, მისი თანხმობა საჭირო არ არის. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების მთავარი მიზანი არის არა ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაცია, არამედ ის, რომ რამენაირად ეს პროცესი დააზიანონ. „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად იყოს განხორციელებული. ამ დოკუმენტს ჰქვია „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ და არა ნიკა მელია- სააკაშვილისთვის, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რომ იყოს. ასე რომ, ჩვენ პრინციპებზე და ღირებულებებზე ვართ ორიენტირებული, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მარგინალურ და იმიჯ-შელახულ სახელებსა და გვარებზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner