logo_geo
eng_logo
პარლამენტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს
- +

10 ივნისი. 2021. 14:27

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს დაკარგავს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცვლილებების თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

 

პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

 

პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

 

„კანონპროექტი ჩვენ გაგზავნილი გვქონდა ვენეციის კომისიაში და ეუთო/ოდირში. მივიღეთ რეკომენდაციები და იყო შემოთავაზება, რომ ეს საკითხები მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით საჭიროებდა გადახედვას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონი ავამოქმედოთ არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის 1 თებერვლიდან. რათა პარტიებს, ვისაც სურს გააკეთოს არჩევანი რჩებიან თუ არა დემოკრატიის ერთგული, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner