logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამნისტიას - დავხუროთ ეს უთანხმოება
- +

10 ივნისი. 2021. 14:53

 

„მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამნისტიას და ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს უთანხმოება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, ამნისტიის საკითხი „ქართული ოცნების“ მოთხოვნა არ ყოფილა და არც დღესაა მნიშვნელოვანი საჭიროება.

 

„მიშელის შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტია არცერთი მხარის სასარგებლოდ არ უნდა იყოს მიღებული. იგი ყველას უნდა შეეხოს და უნდა შეძლოს ამ უთანხმოების ფურცლის გადაშლა, ანუ ამ საკითხის დახურვა, რათა მომავალში, 20-21 ივნისთან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების საგანი აღარ იყოს. ეს არის შეთანხმების არსი ამ პუნქტთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ და სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი. ეს არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა და არც დღეს არ გახლავთ მნიშვნელოვანი საჭიროება, რომ ვინმემ თქვას, ეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება და ამიტომ ვიღებთ. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამნისტიას და ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს უთანხმოება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

9 ივნისს პარლამენტმა პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner