logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: ნიკა მელიას განცხადება, რომ პარტიაში დავრჩები, მაგრამ ხელმძღვანელობიდან წავალ, ნაზი მცდელობაა, გაემიჯნოს იმას, რის გამოც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების დიდი ნაწილი უარს ეუბნება
- +

22 ოქტომბერი. 2021. 15:08

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ნიკა მელიას განცხადება, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წავა, არის ნაზი მცდელობა, როგორმე გაემიჯნოს იმას, რის გამოც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების დიდი ნაწილი უარს ეუბნება.

 

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შექმნილი კოალიციის ერთ-ერთი პოლიტიკური ფანდი – ნიკა მელიას საყოველთაო სიყვარულის მთესველის იმიჯის შექმნაა.

 

„ნაცმოძრაობაში“ დავრჩები, მაგრამ ხელმძღვანელობიდან წავალო, მელიას ეს განცხადება თითქოდა ნაზი მცდელობაა, როგორმე გაემიჯნოს იმას, რის გამოც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების დიდი ნაწილი უარს ეუბნება. ამ პოლიტიკური ფანდების საქართველოს აღარ სჯერა. მით უმეტეს, ადამიანებმა მძიმე პერიოდი გადაიტანეს იმ მმართველობის, სადაც ნიკა მელია აქტიურობდა და წინა ხაზზე მონაწილეობდა“, – განაცხადა ვოლსკიმ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner