logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანმა როზარია პუგლისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
- +

2 დეკემბერი. 2021. 12:33

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მიმართ NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. როზარია პუგლისი მიესალმა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობისკენ მიმართულ ძალისხმევას.

 

შეხვედრის ბოლოს, სახელმწიფო მინისტრმა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და მის სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner