logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: მოლდოვის ან უკრაინის ოპოზიცია სტატუსის მოლოდინის რეჟიმში თუ იქცევა ისე, როგორც ქართული ოპოზიცია?
- +

27 მაისი. 2022. 17:35

 

 

„ახლა როდესაც სამი ქვეყანა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, საქართველოს გარდა, უკრაინისა და მოლდოვის ქვეყნებიდან რომელიმე ოპოზიციური დელეგაცია თუ შეგხვედრიათ ამ დედაქალაქებში, რომელიც დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში და საუბრობდა თუ როგორი საშინელი მთავრობა ჰყავთ მათ“, - მიმართა უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

 

ბატონო მინისტრო, თქვენ ახლახან გქონდათ ვიზიტი ბრიუსელში, თქვენ გაქვთ ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში და მაინტერესებს, ახლა როდესაც სამი ქვეყანა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, საქართველოს გარდა, უკრაინისა და მოლდოვის ქვეყნებიდან რომელიმე ოპოზიციური დელეგაცია თუ შეგხვედრიათ ამ დედაქალაქებში, რომელიც დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში და საუბრობდა თუ როგორი საშინელი მთავრობა ჰყავთ მათ. დარწმუნებული ვარ არ შეგხვედრიათ. დიახ, ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და მიანიჭებს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner