logo_geo
eng_logo
ვიოლა ფონ კრამონი: მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს, მათ შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთახში - კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რის გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ
- +

26 ივნისი. 2022. 13:59

 

 

„გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბულ ვითარებაში, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

 

მისივე თქმით, ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის მინიმალური რამ, რის გაკეთებაც ევროკავშირს შეეძლო.

 

„მათ [მოლდოვასა და უკრაინას] შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთხში, როგორც ჩვენ ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში ვნახეთ. კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ, ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე“, - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner