logo_geo
eng_logo
პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით 109 დეპუტატმა დაუჭირა მხარი
- +

21 სექტემბერი. 2022. 16:32

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის ინიციატივას, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას ითვალისწინებს, 109 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ლევან იოსელიანის თქმით, რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში, იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალიდან, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, სახალხო დამცველს ამოიღებენ.

მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა მოხდება ღია კენჭისყრით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner