logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის საკითხებში მონტენეგროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
- +

23 სექტემბერი. 2022. 20:11

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის საკითხებში მონტენეგროს სახელმწიფო მდივანს, ალექსანდარ მაშკოვიჩს შეხვდა.

მხარეებმა, ორი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებულ გამოცდილებებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპული პერსპექტივის მიღების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროგრესზე.

შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა. მხარეებმა, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ევროინტეგრაციის საკითხებში მონტენეგროს სახელმწიფო მდივანთან გამართულ შეხვედრაში, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი მონაწილეობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner