logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ოპოზიცია ვერ დაასახელებს ვერცერთ ქვეყანას, სადაც არჩევნები 100%-ით ელექტრონულად ტარდება
- +

3 ოქტომბერი. 2022. 23:41

 

 

ოპოზიცია ვერ დაასახელებს ვერცერთ ქვეყანას, სადაც ასივე პროცენტით ტარდება ეს. ელექტრონული არჩევნები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„დღეს ჩამოვედი ბულგარეთიდან. გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფორმატში ვიყავი საერთაშორისო დამკვირვებელი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებზე. იქაც კი, დაახლოებით 20% უბნებში, არ აქვთ ელექტრონული სისტემა. იქ სადაც ტრადიციული მეთოდით ჩატარდება არჩევნები, ამ სიტუაციაში თითოეული ბიულეტენი აიტვირთება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე შემაჯამებელ ოქმთან ერთად. ჩვენი აზრითაც, კანონში კონკრეტულად უნდა დაფიქსირდეს, იმისთვის, რომ სპეკულაციების საგანი არ გახდეს რიგი რადიკალი ოპონენტების მხრიდან, რომ ჩაიწეროს კანონში, რომ ეს მინიმუმ 70% ამომრჩეველს შეეხება“, - აცხადებს მიქანაძე.

 

ევრორეკომენდაციის მეორე პუნქტის მიხედვით მომზადებული პროექტების საკომიტეტო განხილვა დაიწყო. საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში ცვლილებებზე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ამომრჩევლის, სულ მცირე, 70% ხმას ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მისცემს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner