logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება
- +

16 მარტი. 2016. 15:09



საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას რუსმა პოლიტიკოსებმა პირველ რიგში საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება.


კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველოში ანტირუსული პოლიტიკა პოლიტიკოსებისგან, მინისტრებისგან და პრეზიდენტისგანაც კი ისმის.

 

საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას, რუსმა პოლიტიკოსებმა ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია იქნება შესაძლებელი. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და ტერიტორიული მთლიანობიხარჯზე, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, დღეს, მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებაა. აღნიშნული განცხადება გრიგოლი კარასინმა პრაღაში, კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა დაწყებამდე გააკეთა.


სავარაუდოდ, ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების ფილოსოფიური მიდგომების ეტაპობრივი შეცვლაა, უფრო მეტი კონსტრუქციულობისა და ხალხთა შორის ურთიერთოებების გაღრმავების მიმართულებით. რაღაც საკითხებში გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, შევძელით შედეგების მიღწევა. ურთიერთობა გამოვიდა კონფრონტაციის რეჟიმიდან, რაც სააკაშვილის პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი. ვცდილობთ, მივაღწიოთ შედეგებს სხვა პრაქტიკული მიმართულებითაც. დღეს, მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. თუმცა ყველაზე მეტად, საწყენია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, ასეთი განწყობები ოფიციალური პირებისგან, პოლიტიკოსებისგან, მინისტრებისგან და პრეზიდენტისგანაც კი ისმის. ბუნებრივია, ამას ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ", - აღნიშნა კარასინმა.





 

right_banner
არქივი
right_banner