logo_geo
eng_logo
FIFA-ს აგენტის უფლებამისილება ნიკოლოზ პატარქალიშვილს არგენტინიდან!
- +

19 სექტემბერი. 2020. 17:46

 

 

 

საქართველოში ფეხბურთის განვითარების მიზნით, ა.წ. 15 სექტემბერს, ფიფას აგენტისა და ორგანიზაცია "ვორლდ ელევენის ხელმძღვანელის გილერმო ტოფონისგან ნიკოლოზ პატარქალიშვილმა მიიღო უფლებამოსილება, რომელიც ნებას რთავს მოლაპარაკებები წარმართოს საქართველოს მთავრობის, სამთავრობო უწყებების, ფეხბურთის ფედერაციის, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ჩვენს ქვეყანაში არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ, რომელიც მოამზადებს საერთაშორისო დონის პროფესიონალ ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ფიზიკური მომზადების სპეციალისტებს.

 

მანამდე, აღნიშნული ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ, გილერმო ტოფონიმ წერილები გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს თორნიკე რიჟვაძესა და პარტია "ქართული ოცნების" თავჯდომარესა და "ქართუ" ფონდის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს

 

right_banner
არქივი
right_banner