logo_geo
eng_logo
Public Opinion Strategies-ის გამოკითხულთა 56% არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 20:11

 

 

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ამასთან, 31 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურება, „იმედი“ მაყურებლებს ეგზიტპოლს შესთავაზებს.

 

მანამდე კი ტელეკომპანიამ იმ შეკითხვებზე პასუხები გამოაქვეყნა, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტუალურია.

 

კითხვაზე დღეს რომ ტარდებოდეს საპარალემენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

„ქართული ოცნება“ 56%, „ნაციონალური მოძრაობა“ 19,9%, „პატრიოტთა ალიანსი“ 4,6%, „ახალი საქართველო“ 4,5%, „ევროპული საქართველო“ 4,3%, „ლელო“ 3,9%, „გირჩი“ 3,0%, „ლეიბორისტული პარტია“ 2,2%, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ 1,6%.

 

ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

 

ეს არის 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედია საშუალებების, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციამ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩაატარა ორ მილიონამდე ინტერვიუ და ექვსი ათასამდე გამოკითხვა. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის საქართველოში, სადაც ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა. Public Opinion Strategies-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა, 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1518 რესპონდენტი გამოკითხა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner