logo_geo
eng_logo
საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა
- +

22 ნოემბერი. 2020. 00:08

 

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

 

დღეს, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანეთის სახელი მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

 

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მძიმე წონაში ორმა ქართველმა ძიუდოისტმა. ლევან მატიაშვილმა ავსტრიელ შტეფან ჰეგის იპონით სძლია, ხოლო გურამ თუშიშვილმა ჩეხი ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner