ახალი შემთხვევებიდან 1 705 თბილისში, 402 აჭარაში, 624 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 20 387 აქტიური შემთხვევაა.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში - 402, იმერეთში - 624, ქვემო ქართლში - 286, შიდა ქართლში - 281, გურიაში - 84, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 273, კახეთში - 239, მცხეთა-მთიანეთში - 62, სამცხე-ჯავახეთში - 68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 806, აჭარაში - 999, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში - 223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 119, იმერეთში - 47.
3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272 - თბილისში, 1 973 - აჭარაში, 291 - იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 465, აჭარაში - 1 004, ხოლო იმერეთში - 31.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 641 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 203 პირი, აჭარაში - 11 505, იმერეთში - 4 996“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.