logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 357 ადამიანს დაუდასტურდა
- +

14 იანვარი. 2021. 11:03

 

 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 357 ადამიანს დაუდასტურდა, 748 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა - ანტიგენის ტესტით და 7 124 - PCR-ტესტით.

 

საქართველოში კორონავირუსის 244 612 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 228 359. გარდაიცვალა 2 867 პაციენტი.

 

კარანტინის რეჟიმშია 496, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 873. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 579 მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner