logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: როგორ შეიძლება, ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას
- +

16 იანვარი. 2021. 21:25

 

„როგორ შეიძლება, ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი. ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ „კოვიდით“, მცირედი, მაგრამ მაინც გამხნევება იქნება ფაქტი, რომ ისინი მარტო არ არიან, მთელი მსოფლიო ბევრად უარეს დღეშია“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„ოქსფორდის უნივერსიტეტი სისტემატიურად აცხადებს განახლებად რეიტინგს, სადაც აძლევს შეფასებას მსოფლიოს 183 ქვეყნის ძალისხმევას და ბრძოლის შედეგებს კოვიდპანდემიის წინააღმდეგ. შეფასება მოიცავს 19 ინდიკატორს და ეს არ არის მარტო სუფთა სამედიცინო ღონისძიებების შეფასება, ეს არის უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება, სახელმწიფოსა და მთავრობის ძალისხმევის შეფასება. იქ არის რამდენიმე, ექვსი თუ შვიდი ინდიკატორი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს და ზოგადად კრიზისული სიტუაციის მართვას და მენეჯმენტს, იქ არის ხუთი-ექვსი კრიტერიუმი, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მათ შორის, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელთაც განიცადეს ზარალი და შევიწროება ამ პანდემიის გამო და გაუუარესდათ ცხოვრების პირობები, რას აკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ როგორმე ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. ექვსი-შვიდი კრიტერიუმი არის სუფთა ჯანდაცვითი საკითხი, რომელიც მოიცავს ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს, პაციენტების მართვას, ვაქცინაციას და სხვა. ამ რეიტინგში, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის ეჭირა, მე ვიტყოდი, ძალიან საპატიო, მე-10-მე-11 ადგილი. საბერძნეთთან ერთად იყოფდა ამ ადგილს და ჩვენზე წინ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან იყო მხოლოდ სამი ქვეყანა: გერმანია, ირლანდია და იტალია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/181913/tengiz-tsertsvadze-rogor-sheidzleba-oqspordis-universitetis-reitingshi-vinmem-echvi-sheitanos-da-satsinaagmdego-azri-gamotqvas

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner