logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 შემთხვევა ახალი დაფიქსირდა და ორი პაციენტი გარდაიცვალა
- +

23 იანვარი. 2021. 23:54

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 478 ადამიანს, მათგან 62 ინფექცია დაუდასტურდა.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 37 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი გარდაიცვალა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის მამაკაცი, რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში 1958 წელს დაბადებული ქალბატონი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 159 ადამიანი.

 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 11 158 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 8 947 ადამიანი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner