logo_geo
eng_logo
ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
- +

25 თებერვალი. 2021. 16:00

 

 

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ანჩისხატის ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ზურაბ დოიჯაშვილის მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

 

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახი კალაძეც. ზურაბ დოიჯაშვილი ანჩისხატის ტაძრიდან ტაშით გააცილეს.

 

შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner