logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: დღევანდელი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩვენი სამართალდამცავების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს
- +

16 აპრილი. 2021. 19:16

 

„დღევანდელი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩვენი სამართალდამცავების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ისეთი დანაშაულის ჩადენისას, როგორიც ბანკზე თავდასხმაა, ყოველთვის არსებობს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკი. ასეთ დროს, საპასუხო მოქმედების შედეგი პირდაპირ კავშირშია პოლიციის მოქმედების ეფექტიანობასთან“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული  მოქმედებების შედეგად  „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავებას.

 

მისივე თქმით დღეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა პოლიციელების მაღალი პროფესიონალიზმი, მათ საქმიანობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულობა და უალტერნატივობა, რისთვისაც ამ ღონისძიებაში ჩართული თითოეული მათგანი მადლობას და შექებას იმსახურებს.

 

„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მინისტრ გომელაურს, რომლის ხელმძღვანელობით შს სამინისტრო და ქართული პოლიცია ყოველდღიურად ამტკიცებს საზოგადოებაზე ორიენტირებულობას, ადამიანის უფლებების დაცვისა და თანაზომიერების პრინციპებისადმი ერთგულებას“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner