logo_geo
eng_logo
საჩხერის მუნიციპალიტეტსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

17 აპრილი. 2021. 13:28

 

 

ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა 23-ე მუნიციპალიტეტში, საჩხერეში დაიწყო, რაც ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.

 

საჩხერის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდობის სააგენტო, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ სარეფორმო მიმართლების ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტს ეწვია. ადგილზე ახალგაზრდობის სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

საჩხერე 30 მუნიციპალიტეტთაგან ერთ–ერთია, რომელშიც სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ რეფორმა დაიწყო, რაც ადგილზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას ისახავს მიზნად.

 

რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და  მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლობით, ადგილზე „ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით. აღნიშულ კვლევას დაეფუძნება ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ხოლო მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი და ქმედითი ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სააგენტო შეიმუშავებს დოკუმენტების ხარისხის კრიტერიუმებს, სტანდარტებს, ფორმას, ფორმატსა და გაიდლაინს და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში დოკუმენტების შექმნის პროცესში ამ სტანდარტებით იხელმძღვანელებს.

 

„მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ ორგანიზაციული გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სააგენტო პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ 2 თანამშრომელს, საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ პლატფორმაში ჩართავს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ „ახალგაზრდობის კოორდინატორის“ სერტიფიკატს. 

 

აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ადგილზე მდგრადი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner