logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე „ფაიზერზე“ რეგისტრაციის შესახებ: დღეს გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი, რომ რამე შეფერხება იქნება, არ არის
- +

23 ივლისი. 2021. 15:53

 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ, ვაქცინაციის მსურველებს, „ფაიზერზე“ რეგისტრაციისას, ტექნიკური პრობლემა აღარ შეექმნებათ.

 

„საიტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სუსტი წერტილი, რომელიც ვაქცინაციის მართვისას გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, დღეს, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი, რომ რამე შეფერხება იქნება, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner