logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს
- +

29 ივლისი. 2021. 17:19

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.

 

ამ ეტაპზე, ლიფტების რეაბილიტაცია ოთხ ამხანაგობაში დასრულდა.  წერეთლის გამზირის N76-სა და N113-ში, სამტრედიის ქუჩის N51-ში, ასევე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეოთხე კორპუსში, ლიფტების რეაბილიტაციის ფარგლებში,  კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე, ელექტროსისტემა და ბაგირები შეიცვალა.

 

აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

 

მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ 13 დაზიანებული ლიფტი აღადგინა. სამუშაოებისთვის ჯამში 343 682 ლარი დაიხარჯა.

 

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი  მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner