logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: თანავუგრძნობ მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და ზიანის გამო, მზად ვარ, ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო
- +

31 ივლისი. 2021. 17:29

 

 

„გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

 

საქართველოს მთავრობის მეთაური მზადყოფნას გამოთქვამს, თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს.

 

„გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა.

 

საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს.

 

საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner