logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უპრინციპობას არც ჩვენი ამომრჩეველი გვაპატიებდა და არც საქართველოს მოსახლეობა
- +

1 აგვისტო. 2021. 01:38

 

 

„შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი იყო დასრულება ან რადიკალურად შემცირება მაინც. პოლარიზაციას ორი მხარე, ორი პოლუსი, ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელს არ აწერდა ამ შეთანხმებას. ეს დოკუმენტი განწირული იყო იმისთვის, რომ ვერ მიაღწევდა მიზანს. ასეთ დროს ჩვენ სხვა გზა არ გვრჩებოდა, უპრინციპობას არც ჩვენი ამომრჩეველი გვაპატიებდა და არც საქართველოს მოსახლეობა,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ ვხედავდით, რომ ყველაფერი მიდიოდა უკიდურესი პოლარიზაციისკენ. განსაკუთრებით ბოლო დროის მოვლენები, ის ამორალური პროტესტები, ხმის არ მიცემა მთელ რიგ კანონპროექტებზე და ა.შ. აგრესიული რიტორიკა, რომელიც მათი კუთვნილი ტელევიზიებიდან გვესმოდა და ა.შ. ყველაფერი მიდიოდა იქით, რომ ამ ორი თვის განმავლობაში კიდევ უფრო დაიძაბებოდა, მათი მხრიდან ეს პროცესი. 2 ოქტომბრისთვის ჩვენ გვექნებოდა პოლარიზაციის კულმინაცია. შეთანხმების ანულირებით, ჩვენ ამ ყველაფერს წერტილი დავუსვით. ვენი მათი ბუნება ვიცით და ისინი ყველაფერს ეცდებიან, იქნებიან მაქსიმალურად აგრესიულები და ა.შ. მაგრამ ამის რესურსი მინიმუმამდე დავიყვანეთ ჩვენი გადაწყვეტილებით, პოლარიზაციის საყრდენი გამოეცალათ. ჩვენს გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ ჰქონდა. ეს იყო ნაბიჯი ქვეყნის დამშვიდებისკენ. ნაკლები პოლარიზაციისკენ. ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner