logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ბანერებზე: ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ
- +

20 სექტემბერი. 2021. 18:20

 

 

"დედაქალაქში დამონტაჟებულ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით, ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ. ეს ოპოზიციის ბინძური პიარის ნაწილია, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ, ამიტომ არაფერი მიკვირს", - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მე არ მომწონს ეს ბანერები და არც ის სიბინძურე მომწონს, რაც თქვენი ტელევიზიებისა და სხვა ტელევიზიების ე.წ. კრიტიკული მედიით გადაიცემა. ძალიან ბევრი ვიდეოკლიპი და გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ჩემ წინააღმდეგ სიბინძურე, სიცრუე, ცილისწამება ჩემ მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ. აი, ეს ხართ თქვენ. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტით“, - განაცხადა კალაძემ.

 

ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ქუჩებში 17 სექტემბერს გამოჩნდა. მათი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ამ ფოტოებზე მან საკუთარი პოლიტიკური გემოვნება ასახა.

 

ბანერების შესახებ, პოლიტიკურ სპექტრში, ხმაურიანი განცხადებები კეთდება. ოპოზიცია ამ ბანერების უკან „ქართული ოცნების“ კვალს ხედავს, მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს და ოპონენტებს ურჩევს, „ქართული ოცნების“ განცხადებებსა და სოციალურ გვერდებს გაეცნონ, სადაც, მათივე ინფორმაციით, სიძულვილის ენა არსად იკვეთება.

 

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების კანონიერებას ცესკო შეისწავლის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner