logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რადგან სააკაშვილმა ერთ-ერთ ვერსიად დაუშვა, რომ ის გაიტაცეს სპეცსამსახურებმა, ამით მან გაწირა ცომაია
- +

23 ოქტომბერი. 2021. 01:59

 

 

„მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიდეოსთან დაკავშირებით ოპოზიციურ არხებზე „იმედს“ ლანძღავდნენ, იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობდა „იმედი“ და ეს ხომ არ შეიძლება. მათი ლოგიკით, სიმართლის თქმა არ შეიძლება და ამიტომ გასალანძღები ხართ. ეს არის „გაღმა შედავების“ ლოგიკა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„მე მოვისმინე ვერსია, რომ სააკაშვილი არ ენდო ცომაიას. მე ამ ვერსიაში არ გეთანხმებით. უფრო ლოგიკურია, რომ ჩაწერა ადამიანმა ვიდეო და ერთ-ერთი ვერსიისთვის განავითარა. რადგან მან ერთ-ერთ ვერსიად დაუშვა, რომ გაიტაცეს უცხოურმა სპეცსამსახურებმა, მან გაწირა ცომაია - ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა შეგნებულად მიხეილ სააკაშვილის გამო. საზღვარზე თუ დააკავებდნენ, იტყოდა, რომ გაიტაცეს და ამ ვიდეოს წარადგენდა. სააკაშვილმა გაწირა ყველა თავისი თანამზრახველი, რომლებმაც მისი გულისთვის თავი გადადეს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner