logo_geo
eng_logo
ირაკლი ანთაძე: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს
- +

20 იანვარი. 2022. 11:37

 

 

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ერგნეთში მორიგ შეხვედრაზე საუბარი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხს და სოფელ კირბალში მიმდინარე პროცესებს შეეხება.

 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკანონო .. ბორდერიზაციის პროცესს, საუბარი შეეხება სოფელ კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებს“, - ამბობს ირაკლი ანთაძე.

 

დღეს ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 104-ე შეხვედრა გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner