logo_geo
eng_logo
გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის
- +

9 მარტი. 2020. 00:22

 

 

ხანძარია გურიაში - ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის. როგორც გუბერნიაში აცხადებენ, ცეცხლი ნაძვნარს უკიდია და დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა დასახელდა, სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოებს უკავშირდება.

 

 

ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 100-მდე მეხანძრე მაშველი. როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

right_banner
არქივი
right_banner