საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ტყუილში დაადანაშაულა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
მისი განცხადებით, თალიბები ამბობდნენ, რომ ზოგიერთ უცხოელსა და ავღანელს ქვეყნის თავისუფლად დატოვების საშუალებას მისცემენ და ავღანეთში ინკლუზიურ და წარმომადგენლობით მთავრობას ჩამოაყალიბებენ, თუმცა ეს დაპირებები არ შესრულებულა.
ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აღიარებს „თალიბანს“ და მასთან არანაირ ურთიერთობებს არ დაამყარებს.