logo_geo
eng_logo
ჰარპერ ლი გარდაიცვალა
- +

20 თებერვალი. 2016. 11:10



მსოფლიო ლიტერატურის ბესტსელერის „To Kill a Mockingbird"-ის („ნუ მოკლავ ჯაფარას")  ავტორი, პულიტცერის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი გარდაიცვალა. მწერალი 89 წლის გახლდათ.


ჰარპერ ლი 1926 წელს დაიბადა. რომანმა „ნუ მოკლავ ჯაფარას" მწერალს უდიდესი აღიარება მოუპოვა. 2008 წელს ინტერნეტ-მაღაზია „Play.com"-ის გამოკითხვის თანახმად, ის „ყველა დროის საუკეთესო წიგნად" დასახელდა. რომანი 1960 წელს გამოქვეყნდა და დღემდე მსოფლიო ბესტსელერად რჩება.


1962 წელს რეჟისორმა რობერტ მელიგენმა „ნუ მოკლავ ჯაფარას"  ეკრანიზაცია განახორციელა. ფილმმა „ოსკარი" მიიღო.




 

right_banner
არქივი
right_banner