logo_geo
eng_logo
გიორგი ფანჯავიძე: დააფასეთ მართლმორწმუნე მამები, რომლებიც მარგალიტებივით მიმობნეულია ჩვენს გარშემო
- +

3 ნოემბერი. 2019. 19:02

 

ბლოგერი გიორგი ფანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სინოდის წევრებზე ფორსირებული შეტევის გამო, მინდა, საზოგადოებას მოვუყვე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიაზე, რათა საზოგადოებამ სინოდში შემავალი უკლებლივ ყველა წევრი ერთ ქვაბში არ „ჩახარშოს“.

 

მეუფე იასია გამორჩეულად ღირსეული ადამიანია.

 

„სოხუმი რომ დაეცა სხვა დევნილებთან ერთად ჭუბერის უღელტეხილი გამოიარა, სადაც „წითელ ჯვარს“ ეხმარებოდა დევნილებისთვის საკვების დარიგებაში. თბილისში დაბრუნებული მარტყოფის მონასტერში ბერად აღიკვეცა. წლების შემდეგ ეპისკოპოსადაც აკურთხეს და ნიქოზის ეპარქიაში გაგზავნეს, სადაც მარტოოდენ წითელი ვაგონი დახვდა. ეპარქიის აღდგენას სრული ცამეტი წელი მოანდომა.

 

„ფრონეს ხეობიდან, ავნევიდან, პატარა ლიახვის ხეობიდან მოდიოდნენ აქ ბიჭები და ასე ვაშენებდით 1995 წლიდან 2008 წლამდე“ - იხსენებს მეუფე ისაია მონასტრის აღმშენებლობის პირველ წლებს.

 

2008 წელს აგვისტოს ომის ეპიცენტრში მოჰყვა. მეუფე ისაია იხსენებს „აქ დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ სხვადასხვა სახის განსაცდელი გამოიარა. გიშენდნენ ქვემეხებიდან, მერე გამოჩდნენ ბომბდამშენები, რომელთა ჭურვები აზანზარებდა აქაურობას, ეს შემზარავი სანახაობა იყო. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, მარტო ამ ადგილას 12 ჭურვია ჩამოგდებული, სამონასტრო ნაგებობა მთლიანად დაიწვა.“

 

2014 წელს ოკუპანტებმა მეუფეს გამოუცხადეს, თუ ახალგორიდან გავიდოდა, იქ აღარასოდეს არ შეუშვებდნენ, მეუფე ისაიამ მიიღო გადაწყვეტილება დარჩენილიყო მონასტერში და ერთი დღითაც არ დაუტოვებია ეპარქია. ორი წლის შემდეგ, პატრიარქის შუამდგომლობით მას დართეს ნება და მისცეს საბუთი, რომლის თანახმადაც როგორც მღვდელმთავარს ნებისმიერ დროს შეუძლია ახალგორში შესვლა.

 

არ შემიძლია არ დავწერო ჩემი მეგობრის, ზურა ღერნეკაშვილის მონათხრობი მეუფე ისაიაზე; „2008 წლის ომის დროს ნიქოზის ეპარქიის წინამძღვარ მეუფე ისაიას, გამოჩენილი სიმამაცისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის შეფარების და პატრონობისთვის, მაშინდელმა მთავრობამ ტოიოტას ცენტრიდან ახალთახალი პრადო გამოუყვანა და საჩუქრად გადასცა. პირადად ვარ შემსწრე. შემდეგ გავიგეთ, მეუფეს ზუსტად ერთ კვირაში ჯიპი გაუყიდია და აღებული ფულით მიკრო ავტობუსი შეუძენია ბავშვებისთვის, ნაწილი თანხა ყველაზე გაჭირვებულ მრევლს მოახმარა, ნაწილი კი დაბომბილი მონასტრის აღდგენას, იმ ავტობუსით კი დღემდე კონფლიქტის ზონის მაცხოვრებელი ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსკურსიებზე დაყავთ. მეუფე ისაიაც ივლიდა კომფორტულად ახალი პრადოთი, მაგრამ ხალხს და მონასტერს მოახმარა ის თანხა.“

 

P.S. დააფასეთ მართლმორწმუნე მამები, რომლებიც მარგალიტებივით მიმობნეულია ჩვენს გარშემო“, - წერს ფანჯავიძე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner