logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: ძალიან მომთხოვნი ვიყავით „ქართული ოცნების“ მიმართ, ახლა დროა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეასრულონ ვალდებულება
- +

20 მაისი. 2020. 13:54

 

 

“ევროკავშირიდან, ჩვენ ძალიან მომთხოვნი ვიყავით „ქართული ოცნების“ მიმართ. ახლა დროა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეასრულონ ვალდებულება, იყვნენ ლოიალურები, კონსტრუქციულები და ითანამშრომლონ მთავრობასთან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

 

 

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება ძალიან დადებითი ნაბიჯია საქართველოში.

 

 

„პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება ძალიან დადებითი ნაბიჯია საქართველოში, ასე საჭირო დაძაბულობის განსამუხტად და ამან გზა უნდა გაუხსნას ნაკლებად პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებას. დებატები, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში დავიწყეთ, კარგი ნაბიჯია. ევროკავშირიდან, ჩვენ ძალიან მომთხოვნი ვიყავით „ქართული ოცნების“ მიმართ. ახლა დროა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განახორციელოს ვალდებულება ლოიალური და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ და ნათლად წინ წაიწიონ საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების მიმართულებით. არ არის თავის გამართლების მეტი საბაბი, აღარც მეტად მოხდება გადადება“,- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner