logo_geo
eng_logo
„ნიკა რურუა, შენ იმ ხელისუფლების სათავეში მობრძანდი, რომლის მთავარი ნიშა ძალადობა იყო...“
- +

11 იანვარი. 2017. 02:13


 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში „ნაციონალური წევრის" ნიკა რურუას განცხადებას ეხმაურება. როგორც რურუამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „დევნილი პრეზიდენტია".

 

„ბოლოს და ბოლოს, უძაღლო ქვეყანაში რომ კატებს აყეფებდნენ, შენ მაშინ კულტურის მინისტრი გახდი ნიკა ბიძიკო. ახლა, სწორედ იმიტომ ბლატაობ ამდენს და დამნაშავეს, ძაღლთაპირ კაცს, მიხეილ სააკაშვილს, დევნილ პრეზიდენტს ეძახი, რადგანაც შენ ნიკა რურუა, ლეგენდარული ჟორჟიკას ძმა და მხედრიონელი, მინისტრად დაგნიშნა მიშამ... შენ არასდროს არ ყოფილხარ ის მხედრიონელი, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი დადეს და დღემდე ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვნენ... არა, შენ ელიტურ-მაფიოზური მხედრიონელობა არჩიე და ჯაბას ბოლომდე თაყვანისცემა, იმიტომ რომ, იმ „კაი ბიჭებში" ბოლომდე რომ გაგედგა ფესვები, რომელთა დაკარგვა არანაირად არ გაწყობდა.  შენ იმ ხელისუფლების სათავეში მობრძანდი, რომლის მთავარი ნიშა, ქართველებზე ძალადობა, ტერორი, დაკნინება და შანტაჟი იყო.... ეს ხალხიც სწორედ მაგისთვის გჭირდებოდა (ცემა, კვლა, წამება, სროლა და მუქარა).

 

რაც შეეხება, შენს ნაბჟუტურევს, თითქოს სააკაშვილი დევნილია და ის, მისმა თანაგუნდელებმა დაჩაგრეს, ეს შენს ენაზე რომ ვთქვათ „რიჟა ბაზარია" იმიტომ, რომ მიშას პათოლოგ „ფანებში", გინდა ბოლომდე კაი ბიჭის სახელით იგრიმიტო... არა რაა, საშველი არაა... მართლა მაგარი გოიმი ხარ, შენ ვერაფერმა ვერ გიშველა, ვერც მინისტრობამ, ვერც მხედრიონელობამ და ვერფერმა... ისევ, „ძველ ბიჭურ-ქუჩურ-კომუნისტურს" აწვები... აი ახლა კი, მართლა ძალიან მაგრად შეგეშალა, რადგანაც საქართველოს პირველ და ნამდვილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, შენ და შენი მეგობრები, მართლა რომ სდევნიდით და ებრძოდით იარაღით ხელში... ისე, რაც შეეხება თანადგომას, უკეთესადაც შეგიძლია, წადი და ახლოდან ემთხვიე, შენს კუმირ მიშას და მასზე შეყვარებული, საფრთხობელა ქალები, ალბათ უფრო ხმამაღლა გადიდებენ შენ და გამლანძღავენ მე!... აბა ჰე, არ დააგვიანო დევნილ პრეზიდენთან ჩასვლა! კეთილი მგზავრობა!!!", - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner