logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: დრო ისე გაფრინდა, ძნელია ბოლომდე გააცნობიერო, რომ აღარ არის...
- +

22 ივლისი. 2018. 01:47

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„...დრო ისე გაფრინდა, ძნელია ბოლომდე გააცნობიერო, რომ აღარ არის...

 

საუკეთესო, გულიანი, ქალაქელი ჩვენი გიო წავიდა...

 

...ისე წავიდა ,რომ მოვეფერეთ, სიყვარული და სითბო გავუნაწილეთ. აპლოდისმენტებით, ანშლაგით, ხალხის სიყვარულით გავაცილეთ...

 

რაც მოვასწარით, რაც შევძელით...

 

არასოდეს დამავიწყდება დღეები როცა გიოს ვარსკვლავი გაიხსნა. როგორი ბედნიერი იყო, როგორ უხაროდა.

 

..დაგვემშვიდობა თურმე...

 

ბატონო ბიძინა, ვერ გადმოგცემთ სიტყვებით პირადად თქვენ და ჩემს ეკას. მთელი თქვენი ოჯახი, რამხელა იმედი იყავით მისთვის, ბოლომდე მხარში ედექით, კაცურად მეგობრულად. .. მადლობა სიკეთისათვის...

 

გასულა 40 დღეც...

 

ძალიან გვენატრები და გვიყვარხარ გიო....“ - წერს ოქიტაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner