logo_geo
eng_logo
ფილიპ ბრიდლავი: აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი კოალიცია შეიქმნას
- +

15 სექტემბერი. 2019. 19:44

 

 

 

„ეკონომიკური სანქციების გარდა, აუცილებელია შეიქმნას ძლიერი კოალიცია რუსეთის წინააღმდეგ“, – ეს განცხადება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა.

 

ამერიკელი გენერალი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მისივე მოქმედებების შესაბამისად უნდა უპასუხოს.

 

„საქართველოსა და უკრაინაში რუსეთი თავს ესხმის დიპლომატიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ახორციელებს ინფორმაციულ თავდასხმას დეზინფორმაციით, თავს ესხმის ეკონომიკას და იყენებს სამხედრო ძალას. დასავლეთი რუსეთს ეკონომიკური წნეხის სახით რუტინულად პასუხობს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დასავლეთმა რუსეთის თითოეული ქმედების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. საჭიროა ძლიერი კოალიცია რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც განახორციელებს დიპლომატიურ ზეწოლას, წინ აღუდგება რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას და რაც მნიშვნელოვანია, უნდა გაგრძელდეს ეკონომიკური წნეხი პუტინის რეჟიმზე“, – განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner