logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი სრულ იზოლაციაშია
- +

22 სექტემბერი. 2019. 00:37

 

 

„ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

 

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. თუმცა, ამ ეტაპზე გადაკეტილია მთავარი, „გამშვები პუნქტი“ ახალგორისკენ, რომელიც მოსახლეობისთვის ძირითადი გზაა. ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“, - განმარტა ციხელაშვილმა.

 

პერევის „გამშვები-პუნქტი“ 19 სექტემბრიდან 4 დღით ჩაიკეტა. დე-ფაქტო მთავრობის რეჟიმი ამას არაღიარებული რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებს.

 

ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება კი ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. კერძოდ, 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა და ბლოკპოსტის დაშლა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner