logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს ნახევარ ფასად მიიღებენ
- +

14 თებერვალი. 2018. 02:17



სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლებია მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად იღებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ცვლილების შემდეგ კი მიმღებთა სიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და პენსიონერებიც ემატება, თუმცა ერთი განსხვავებით, ისინი მედიკამენტებს არა 1 ლარად, არამედ ნახევარ ფასში მიიღებენ. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირველი არხს განუცხადა.


„თუ მოსარგებლეები მხოლოდ 100 000-ზე ნაკლები ქულის მქონენი იყვნენ, ახლა მათ უკვე პენსიონერები და შშმ პირები დაემატება, მაგრამ, ალბათ, პარამეტრები საშუალებას არ მოგვცემს, მედიკამენტები მათაც სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მივცეთ. ისინი დაახლოებით, ნახევარ ფასს გადაიხდიან", - განაცხადა მინისტრმა.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner