logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ნენსკრას შემთხვევასთან ჰესების მშენებლობა კავშირში არ არის
- +

12 ივლისი. 2018. 00:41

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჭუბერში მომხდარ სტიქიასთან ჰესის მშენებლობა კავშირში არ არის.

 

„სულ მალე ჩვენ 3D-ში მოდელირებულ, ვიზუალურ ვერსიას ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ მოხდა სტიქიური მოვლენების ჩამოყალიბება ნენსკრას ხეობაში. ამ საკითხს ცალსახად კომპეტენტურ პასუხს გავცემთ.

 

სხვა შემთხვევაში ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი გაუმჯობესდეს, მათ შორის, იმ საკონსულტაციო კომპანიების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, რომლებიც ჩართულები არიან ასეთ პროცესში და ნებართვა მხოლოდ ასეთ პირობებში გაიცემა. გარემოს ზემოქმედების შეფასების ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გააჩნია ახალი კოდექსი, სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე, საზოგადოების მაღალი დონის ჩართულობით და ამ ჩართულობის უზრუნველყოფას თვითონ სახელმწიფო ახდენს. ამავე დროს, ჩვენ გარკვეული ცვლილებები ახლა მომზადებული გვაქვს კოდექსში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ასეთი ტიპის საკონსულტაციო თუ ექსპერტულ ბიურო, მათ შორის, ექსპერტების დონეზე განესაზღვროთ პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი უზუსტობებით იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ ექსპერტის მიერ მომზადებული, მათ უბრალოდ დისკვალიფიკაცია მიეცემათ და მომავალში მათი ჩართულობის საშუალება არ იქნება. ეს დამატებით პასუხისმგებლობას გააჩენს მათთვის, რომ უფრო მეტი ყურადღებით მოხდეს დოკუმენტების მომზადება, რაც ჩვენს ნაწილსაც გაამარტივებს. ვაპირებთ საჯარო განხილვებს, რომ ზოგადად, ნებართვების გაცემის პროცესი და შეფასების ნაწილი ჩვენთან თავს იყრიდეს ერთ სტრუქტურაში, რომ გამარტივდეს პროცესი და სამინისტროს ნაცვლად, ამ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებდეს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner