top_leaderboard
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი for.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ახალგაზრდების მშობლებს მიმართავს: ამ ქოუჩებმა თქვენს შვილებს კიდურების და თვალების რაოდენობა უკვე დაუთვალეს და დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ ვინმეს რამე დააკლდება!

„ამ ქოუჩებმა თქვენს შვილებს კიდურების და თვალების რაოდენობა უკვე დაუთვალეს და დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუკი ვინმეს რამე დააკლდება! პირიქით – ესეც ჩაფიქრებული გვაქვსო,“ – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება For.ge-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერს, რომელშიც აქტივისტი ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი აქციების ძალადობრივ განვითარებაზე, მათ შორის, აქტივისტების ფიზიკურ დაზიანებაზე საუბრობენ. ქართველიშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებისთვის მთავარია, თავად მათ არაფერი მოუვიდეთ.

„ამ ქოუჩებმა თქვენს შვილებს კიდურების და თვალების რაოდენობა უკვე დაუთვალეს და დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუკი ვინმეს რამე დააკლდება! პირიქით – ესეც ჩაფიქრებული გვაქვსო, მთავარია, ჩვენ, ქოუჩებს არაფერი მოგვივიდეს! „განძთა კუნძული“ ვის არ წაუკითხავსო – ცალთვალა პიუ ან ცალფეხა სილვერიც ევროპელები იყვნენ. მსხვერპლის გარეშე ეს „განძი“ არ მოიპოვება… ერთხელაც ვეცდები თქვენს „ნომერ ერთი“ და „ნომერ ორი“ მშობლების გრძნობებს ჩავწვდე, ესენი არ გინდობენ და თქვენ თუ დაინდობთ საკუთარ შვილებს, საკითხავი ესაა…” – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ასევე იხილეთ