top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს მათ სუვერენიტეტს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კანადაის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც მიზნად „უცხოელი აგენტების რეესტრის“ შექმნას ისახავს.

„კანადის მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს მათ სუვერენიტეტს, საზოგადოებას და დაცული იქნება ეს ქვეყნები უცხო ჩარევისგან. მათ შორის, იქ პრეამბულაში ნახსენებია პარტნიორი ქვეყნები და მათ კანონმდებლობებში ძალიან მკაცრი ზომები აისახება. აქ პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის დევნაზე. ამ კანონმდებლობისგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობა არის უკიდურესად ლიბერალური“, – მიიჩნევს ქადაგიშვილი.

მთავრობის კანონპროექტი მიზნად ისახავს კანადის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის შეზღუდვას. კანადური გამოცემის „სიბიეს ნიუსის’’ ინფორმაციით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრის წესების დამრღვევს შესაძლოა მილიონობით დოლარის ფინანსური ჯარიმა და პატიმრობა დაემუქროს.

ასევე იხილეთ