top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერზე: ვერასდროს გახდებით ვერც კვარაცხელიები და ვერც დანარჩენი მაგარი ქართველი, რომლებმაც თავისი შრომითა და მონდომებით საქართველოს სახელი ევროპაში გაიტანეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით.

„გვარამია რომ გამოვა და ლიდერობაზე ექნება პრეტენზია, ჩახდილების ღირსეული ბელადი შეიძლება გახდეს, თორე თქვენ, ვერასდროს გახდებით ვერც კვარაცხელიები და ვერც დანარჩენი მაგარი ქართველი, რომლებმაც თავისი შრომითა და მონდომებით საქართველოს სახელი გაიტანეს ევროპაში და კიდევ უფრო წინ წავალთ. ყველამ ვიცით, როგორი მცდელობა გაქვთ, რომ დააბულინგოთ და ათქმევინოთ. ერთი ვიცით – არა რუსულ კანონს, კი გამჭვირვალობასა და კი ევროპას, ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენ ამას მივაღწევთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ასევე იხილეთ