logo_geo
eng_logo
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობა გაერთიანებული სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება
- +

17 ივლისი. 2018. 16:38

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობა გაერთიანებული სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება.

 

 

„პირველ ეტაპზე, რომელიც უკვე დაიწყო და 3 თვე გაგრძელდება, ორივე სამინისტროს სტრუქტურა ტექნიკურად გაერთიანდება, გარდა იმ ნაწილის, რაც სხვა სამინისტროებში გადადის. უდიდესი ნაწილი ადამიანური რესურსების, ტექნიკური აღჭურვილობის რჩება გაერთიანებულ სტრუქტურაში. შესაბამისად, რჩება ის შენობაც და გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც ახლა დევნილთა სამინისტროა. 3 თვის განმავლობაში მოხდება ახალი სტრუქტურის დამუშავება და დახვეწა. ახლა გამიჭირდება იმის თქმა, გამოთავისუფლდება თუ არა შენობა. ვფიქრობ, რომ - არა, რადგან მოქალაქეთა მიღება აქამდე არსებულ ორივე სამინისტროს ძალიან მაღალი ჰქონდა და დარჩება ძალიან მაღალი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შენობის რესურსი მომავალშიც საჭირო იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner